რუსმა ჯარისკაცებმა 12 წლის ბავშვი ჯგუფურად გააუპატიურეს

უკრაინული უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მოპოვებულია ფაქტები, რომელიც ადასტურებს რუსი ჯარისკაცების მორიგ სისასტიკეს. საუბარია 12 წლის ბავშვის გაუპატიურების ფაქტზე და შემდეგ ამ ფაქტით ტრაბახზე.

„მაშინ, როცა ზოგიერთი დამპყრობელი გარბის ხერსონიდან, სხვა რუსები დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში აჩვენებენ თავიანთ „გმირობას.” ამჯერად, ამ მხეცებმა 12 წლის გოგონა გააუპატიურეს, ხოლო ოკუპირებული დონეცკის რეგიონში რუსებმა მიზანში ქალი ამოიღეს“, – აცხადებს უკრაინის უშიშროების სამსახურმა.

ამ ეტაპისთვის უკრაინულ მხარეს 16 000 სს საქმეზე აქვს გამოძიება დაწყებული რომელიც უკრაინაში ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ეხება.

 

მსგავსი თემები