„ეს, შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს“ – თურქეთის პრეზიდენტი სტამბოლში მომხდარ აფეთქებაზე  

პირველადი მონაცემებით, სტამბოლის ხალხმრავალ ადგილზე მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყველაფერი სწორედ ტერაქტზე მიუთითებს.

„ამ ეტაპზე, სწორი არ იქნება დარწმუნებით საუბარი, რომ ეს ტერაქტია, თუმცა წინასწარი მონაცემები, სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრები, ასევე გუბერნატორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ შესაძლოა, ეს ტერაქტი ყოფილიყო“ – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების კადრები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. საეჭვო პირია ქალი, რომელმაც ასაფეთქებელი ნივთიერება აამოქმედა.

ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ტურისტები.

 

მსგავსი თემები