„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ჩემი კანდიდატურა არ განმიხილავს და არც განვიხილავ”- ხატია დეკანოიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად მისი საზრუნავი.

„არა, არ განვიხილავ ამ საკითხს, მე არ ვარ ადამიანი, ვის ნაცვლადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება. ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი და ჩემი ბევრი მეგობრის საზრუნავი. არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგი არ ყოფილა. მე ჩემი კანდიდატურა არც განმიხილავს და არც განვიხილავ, იმიტომ, რომ რეალურად ვთვლი პარტიაშიც და პარლამენტშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები