რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა  ზაპოროჟიეს რეგიონი ბოლო დღე-ღამეში 70-ჯერ დაბომბეს. რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიშები „ცე 300“-ის ტიპის სისტემებიდან განახორციელეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 16 დასახლებულ პუნქტში თავდასხმის სამიზნე 35 ინფრასტრუქტურული ობიექტი გახდა, მათგან 11 მთლიანად განადგურდა.

ამასთან, დონეცკის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. დონეცკის რეგიონში ოკუპანტებმა  12 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, დაზიანებულია 27 ობიექტი.

 

მსგავსი თემები