„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ჰუმანიტარულ საფუძვლებზე გაათავისუფლოს ციხიდან მიხეილ სააკაშვილი”- ევროპარლამენტარები

,,მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ განიცდის სათანადო მკურნალობის დანაკლისს, რაც იწვევს საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის“, – ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაშია ნათქვამი,  რომლის შესწორებებიც რამდენიმე ევროპარლამენტარმა მოამზადა.

ევროპარლამენატარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი მოუწოდებს კომისიას, სააკაშვილის გათავისუფლება მიიღოს წინაპირობად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ჰუმანიტარულ საფუძვლებზე გაათავისუფლოს ციხიდან მიხეილ სააკაშვილი, ვისი ჯანმრთელობაც მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ის დევნილობიდან დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს“- ნათქვამია შესწორებაში, რომლის ავტორებიც არიან ურმას პაეტი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, რამონა სტრუგარიუ, კლემენ გროშელი, ხავიერ ნარტი.

ევროპარლამენტარები: იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, სვენ მიქსერი, ნაჩო სანჩეს ამორი, პეტრას აუსტრევიჩიუს ნატალი ლუაზო, ურმას პაეტი, რამონა სტრუგარიუ, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიანე, მირიამ ლექსმანი, ვლადიმირ ბილჩიკი, მიხაელ გალერი, რადოსალვ სიკორსკი „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარულ საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, რათა მას მიეცეს საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობის საშუალება“.

„სთხოვს ევროკავშირის ლიდერებს და ქვეყანას, რომელიც დღეს წარმოადგენს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე ვინც იქნება შემდეგი თავმჯდომარე, მოახდინოს გავლენა „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რათა სრული პატივისცემით მოეპყრან სააკაშვილის უფლებებს და ღირსებას, შეახსენოს, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციური პრეროგატივა, რათა გადაჭრას ეს საკითხი. წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა უარს ეუბნება ევროკავშირის პოლიტიკოსებს, მოინახულონ დაკავებული ცნობილი საჯარო ფიგურები“,- ნათქვამია შესწორებაში.

მსგავსი თემები