„ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული“ – თეა წულუკიანი ოპოზიციის გაერთიანებაზე

„ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული“ – ასეთია სპორტისა და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასება ოპოზიციის გაერთიანების იდეაზე. კერძოდ კი „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე.

როგორც მინისტრი წულუკიანი აცხადებს, მათი ფასი ნულია.

„სიღრმისეულად არ ვფლობ ამ საკითხს, რომელი ოპოზიციური პარტია აპირებს გაერთიანებას, როგორია დინამიკა ამ პროცესის, მაგრამ საზოგადოებისთვის რაც უკვე ცნობილია, რომ ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული, ამიტომ ვინ ერთიანდება და რა მიზნით, ამ თემაზე კომენტარი ალბათ სერიოზული არ არის. ვაფასებ როგორც ხუმრობით, ასევე სერიოზულად“ – აღნიშნა მინისტრმა მედიასთან.

მსგავსი თემები