ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს. სანქციების მერვე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი დააწესონ.

სანქციების ახალი პაკეტი  ასევე მოიცავს ექსპორტსა და იმპორტზე დამატებით შეზღუდვებს, აგრეთვე ინდივიდუალურ საქნციებს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა სანქციების დამტკიცება. მოსალოდნელია, რომ ახალი პაკეტი ოფიციალურად 6 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

მსგავსი თემები