,,ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ის ყოველთვის იყო ქველმოქმედი”- ირაკლი ზარქუა

,,რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე დაიწყო რაღაც ლავირებები, ზუსტად იციან, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პირდაპირ ოლიგარქად გამოაცხადებს მათ შორის, მათ დამფინანსებლებს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არასდროს ყოფილა.

„ჩვენ ვასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას, ხოლო რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე დაიწყო რაღაც ლავირებები, ზუსტად იციან, რომ ეს ის კანონპროექტია, რომელიც ჩამოართმევს და პირდაპირ ოლიგარქად გამოაცხადებს, მათ შორის, მათ დამფინანსებლებს, ეს არის ბატონი კეზერაშვილი. კეზერაშვილი ხომ იცით, ვინ არის, ფული რომ მოჰპარა თავდაცვის სამინისტროდან ჩვენს ჯარისკაცებს და ახლა რომ იქიდან აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას და დემოკრატიის შუქურად რომ არის წარმოდგენილი მათი მხრიდან. მათაც შეეხება და სხვა მდიდარ დამფინანსებლებსაც, რომლებსაც პოლიტიკაშიც აქვთ ერთი ხელი, მეორე ხელით ტელევიზიას აფინანსებენ, კლასიკურად ჯდებიან ოლიგარქის განმარტებაში. ბატონი ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ის ყოველთვის იყო ქველმოქმედი, ის ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს მეგობარი და რამდენიმე წლის წინ მან თქვა, რომ მე საჯაროდ ემიჯნებოდა პოლიტიკას. მათ შორის ტელევიზიაც, რომელიც ჰქონდა და უფლება ჰქონდა, გადასცა სხვას, ასე რომ ნუ აურევთ ერთმანეთში“, – განაცხადა  ზარქუამ.

მსგავსი თემები