პრეზიდენტი ზელენსკი ნატო-ში შესვლას ითხოვს და განაცხადს აკეთებს

უკრაინის პრეზიდენტმა რადას თტავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად საგანგებო განცხადება გააკეთა და  ნატო-ში შესვლა მოითხოვა.

ვიდეომასალა სადაც ზელენსკი განაცხადს აკეთებს, უკვე გავრცელდა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული წესით შესვლასთან დაკავშირებით.

„დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიარეთ ნატოში ჩვენი გზა. დე ფაქტო ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან ჩვენი თანხვედრა. ისინი რეალურები არიან უკრაინისთვის – რეალურებია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. დღეს უკრაინა განაცხადს აკეთებს, რომ ეს დე იურე გახდეს. პროცედურით, რომელიც შეესაბამება ჩვენს მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით. ჩვენ განმსაზღვრელ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში სწრაფი გაწევრიანების განაცხადის ხელმოწერით”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

განაცხადზე ხელმოწერა კი სამთავრობო კვარტალში, ღია სივრცეში გაიმართა.

მსგავსი თემები