,,ბირთვული იარაღიც კი ვერ შეაჩერებს უკრაინელებს თავიანთი მიწის დაცვაში” – ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინელებს საკუთარი მიწის დაცვაში ბირთვული იარაღიც ვერ შეაჩერებს.

მისივე თქმით, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს აპარატმა შეიმუშავა დეტალური ინსტრუქციები მოქალაქეებისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

„ასეთ გაბედულ თავდასხმაზე მსოფლიო საზოგადოებისგან, ნატო-ს ქვეყნების მხრიდან პასუხი თუ არ იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს მიწას. მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ვერავინ შეგვიშლის ხელს, ვერც პუტინი და ვერც მისი ჯარები და ეს არაერთხელ დადასტურდა“, – აღნიშნა დანილოვმა.

მსგავსი თემები