,,ხელისუფლებაში რომ ვიყო, ლარსის საზღვარი იქნება ჩაკეტილი – არაფერში გვჭირდება დეზერტირი რუსები”- ალეკო ელისაშვილი

,,საქართველოს საზღვარს ჩავკეტავდი, არაფერში არ გვჭირდება დეზერტირი რუსები – ეს არის ხალხი, ვინც ტაშს უკრავდა პუტინს, როცა საქართველოს ბომბავდა, ჩეჩნეთს და ყირიმი წაიღო, შემდეგ დონბასი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების სახით ქვეყანა გრძელვადიან პრობლემას იღებს.

„ახლა, როცა გამოიძახეს და მოსთხოვეს რუსეთისთვის იომეთო, ახლა გაახსენდათ, რომ ლიბერალები არიან და თავისუფლება უყვართ. მათი არ მჯერა. ხელისუფლებაში რომ ვიყო, ლარსის საზღვარი იქნება ჩაკეტილი და იქიდან არც ერთი დეზერტირი არ შემოვიდოდა. ის, რომ იქიდან ქართველებიც მოდიან, მაშინ ვთქვათ, რომ მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გამოვატარებთ, ან სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ, ან ქონების შეძენა ავუკრძალოთ. ამ ხალხის სახით გრძელვადიან პრობლემას ვიღებთ, რადგან ტვინში რა უდევთ, არ ვიცით. ის, რომ დამპყრობელი ხალხია და ზემოდან გვიყურებენ, ეს ზაფხულზეც ვნახეთ. ამ ხალხის ნდობა არ შეიძლება და თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ლიბერალები არიან. წავიდნენ და იომონ თავისი პუტინისთვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები