,,ელისაბედ მეორის გარდაცვალება არის უდიდესი შოკი მთელი ერისა და მსოფლიოსთვის”- ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი,  ლიზ ტრასი ელისაბედ მეორის გარდაცვალებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დედოფალი იყო ის „კლდე, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა“.

მისივე თქმით, ,,ელისაბედ მეორის გარდაცვალება არის უდიდესი შოკი მთელი ერისა და მსოფლიოსთვის”.

„დღეს გვირგვინი გადაეცემა ახალ მონარქს, როგორც ეს ხდებოდა ათასწლეულების განმავლობაში. ჩვენი მეფე იქნება მისი უდიდებულესობა ჩარლს მესამე. მეფესთან ერთად ვგლოვობთ მისი დედის გარდაცვალებას. ჩვენ მას ვთავაზობთ ერთგულებას, ისეთ ერთგულებას, როგორითაც დედამისმა გვიერთგულა ყველა ჩვენთაგანს ასე დიდხანს. ღმერთო, დაიფარე მეფე!“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში დღეს, შოტლანდიაში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები