„ნეტფლიქსსა” და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

„ნეტფლიქსი“ დათანხმდა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მოგვარებაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტში“ ცილი დასწამეს.

სასამართლო დავა შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების პირობები ამ დროისთვის უცნობია.

ნონა გაფრინდაშვილი ,,ნეტფლიქსისგან”კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს, ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა.

ცნობისთვის, საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ სერიალ ლაზიერის გამბიტში გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია.  გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ სერიალში მისი მიღწევები შეურაცხყვეს. ნონა გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ მითითება იყო „სექსისტური და დამამცირებელი“. „ნეტფლიქსი“ ამტკიცებდა, რომ მინიშნება გაფრინდაშვილის აღიარებას ისახავდა მიზნად და არა მის შეურაცხყოფას.

მსგავსი თემები