“სიმბოლურია, რომ მთელი თბილისი პუტინის თავზე გაივლის“ – ეკა გიგაური

ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ თავმჯდომარე ეკა გიგაური აცხადებს, რომ „სტიკერები“ რუსეთს პრეზიდენტის გამოსახულებით, ქალაქში უნდა დარჩეს, რომ მთელმა თბილისმა მასზე გაიაროს.

„ამ სტიკერებზე ხო ვიარეთ ჩვენ და ხვალ მანქანები გადაუვლიან… იმედია, არ ააძრობენ დღეს ღამე … შეიძლება ბევრი არაფერია, მაგრამ მაინც სიმბოლური ამბავია, მთელი თბილისი რომ პუტინის თავზე გაივლის“ – აცხადებს ეკა გიგაური.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ,პარლამენტის წინ 20 ივნისის აღმნიშვნელი აქცია გაიმართა. დისტანციის დასაცავად გზაზე დაკრულ “სტიკერებზე” კი რუსეთის პრეზიდენტი იყო გამოსახული.   

მსგავსი თემები