,,ელჩების დანიშვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი თქვას, მოუთმენლად დაველოდები”- სალომე ზურაბიშვილი

,,დავით ბაქრაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე ჩემს ხელმოწერას ერთი მხრივ დეპოლარიზაციისთვის ხელი უნდა შეეწყო, თუმცა ასე არ იქნა მიღებული, რადგან დღეს ოხ, საკვირველებავ, მივიღე ელჩების თანამდებობაზე შვიდი წარდგენა, ისე, რომ არც ერთი საიდუმლო კონსულტაცია არ ჩატარებულა,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ელჩების დანიშვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი უნდა თქვას.

„დამიდეს მაგიდაზე ეს შვიდი წარდგენა, რომელიც არის ერთგვარი პასუხი ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან და მგონი, საჭიროა და უკვე ვეღარ მოითმენს ეს სიტუაცია, რომ საკონსტიტუციომ განიხილოს ეს საკითხი, ტექსტები, არსებული პრაქტიკა და კონფიდენციალური დოკუმენტები, რაც ჩვენ გვაქვს და რაც ამტკიცებს, რომ მუდმივად იყო კონფიდენციალური კონსულტაციები, რადგან პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილიე, ამ დარგში მით უმეტეს. ამიტომ, საკონსტიტუციომ თავისი თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები