„ტვინი წაიღეს კრიახით“ – ევროპამ მედვედევი შეაწუხა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი შეწუხებულია ევროპის გზავნილებით რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის აკრძალვასთან დაკავშირებით. როგორც მედვედევი აცხადებს „ტვინი წაიღეს“.

„ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაუღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების შესახებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დაე, სწრაფად დააწესონ მათი გაცემის სრული აკრძალვა. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდება, როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს”, – აცხადებს მედვედევი.

 

მსგავსი თემები