ევროკავშირის ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის აკრძალვის მომხრეა, ნაწილი – არა

ერთ-ერთი საკითხი, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალზე განიხილავენ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვაა. როგორც  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, მინისტერიალზე ქვეყნები ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან.

„რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვას რაც შეეხება, მინისტერიალზე ამ თემასაც განვიხილავთ. როგორც იცით, ეს არაფორმალური სხდომაა, რომელზეც გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუმცა იქნება პოლიტიკურად საორიენტაციო მსჯელობა. პოზიციები განსხვავებულია. ზოგიერთ წევრს ვიზების სრულად აკრძალვა უნდა, მეორე ნაწილს იმ მოდელის აკრძალვა, რომელიც სავიზო ღონისძიებებს განსაზღვრავს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრობლემასთან მიმართებით დაბალანსებული მიდგომის პოვნას შევძლებთ“ – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

მსგავსი თემები