ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ.

საქართველოს და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით, პატიმრისთვის სასჯელის გადავადების მაქსიმალური დრო სწორედ 1 წელია

„საქართველოს სასამართლო პრაქტიკისა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით ეს არის ერთწლიანი ვადა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატი იუსტიციის მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას გულისხმობს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ის ექსპერტებთან ითანამშრომლებს.

„ფიზიკურად და მორალურადაც ძალიან გადაღლილია, იმიტომ რომ ექსპერტებთან შეხვედრის დროს ურთულესი კვლევები ჩაუტარდა. დაინტერესდა ექსპერტების პოზიციით. ვუთხარი, რომ ისინი წერილობით ფორმით დააფიქსირებენ დასკვნაში, როდესაც გამოაგზავნიან.

ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. ხელისუფლება თუ დანიშვნას ექსპერტიზას, მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე შეუძლია ჩაატაროს. ქართული კანონმდებლობით, იძულების წესითაც შეუძლიათ ექსპერტიზის დანიშვნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ან რა აქვს საწინაამღმდეგო? ითანამშრომლებს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები