,,დადებითობის მაჩვენებელი უპრეცედენტოთ მაღალია”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში“

,,17 პროცენტიანი დადებითობის მაჩვენებელი არის უპრეცედენტოთ მაღალი,”- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული  მაჩვენებელი შიდა საზოგადოებრივი გავრცელების, საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს.

,,გასული ორი კვირის მონაცემებს თუ გადავხედავთ, დადასტურებული შემთხვევების 90%-ზე მეტი ანტიგენ ტესტებზე მოდის, 10% პისიარზე. საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში დახლოებით, 80 ათასი ადამიანი იტესტება. დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს საკმაოდ მაღალი. ბოლო 7 და 14 დღიანი მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი არის თითქმის 17%. ეს არის უპრეცედენტოთ მაღალი მაჩვენებელი, რაც შიდა საზოგადოებრივი გავრცელების, საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“.

იმუნოლოგის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გარკვეულწილად დამშვიდების შესაძლებლობას აძლევს იმ ქვეყნებს, სადაც დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს არ აღემატება.

,,ყველასთვის ცნობილია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გარკვეულწილად დამშვიდების შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს და აძლევს რეკომენდაციებს, როდესაც პოზიტიურობის მაჩვენებელი ყველა ჩატარებული ტესტიდან 5%-ს არ აღემატება. ჩვენთან ეს მაჩვენებელი 16-დან 17 პროცენტამდე მერყეობს, რაც ძალიან მაღალია,”- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“.

“დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია” – ბიძინა კულუმბეგოვი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები