,,ექსპერტმა პასუხი უნდა გასცეს ორ მთავარ კითხვას – არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში” – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი მესამე პრეზიდენტს დღეს ორჯერ მოინახულებს.

მისივე თქმით, ექსპერტმა პასუხი უნდა გასცეს ორ მთავარ კითხვას: არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში.

,,დილით და შემდეგ, საღამოს, თუ მოესწრება, უნდა ნახოს საგამოძიუებო მასალები სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან. ნახოს კადრები რაც ხდებოდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სასჯელაღსრულებაში ყოფნის პერიოდში. დაცვის მხარისთვის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი  მან უნდა გასცეს ორ მთავარ კითხვას: არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში. მას ჩამოტანილი აქვს ბოლო ტექნოლოგიები, რა ტექნოლოგიებითა და სამედიცინო კვლევებით ხდება ფსიქიატრების მუშაობა”- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

მსგავსი თემები