ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ბერდია ჯოხაძე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სამხედრო ხერსონში, რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს 18 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი თემები