უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ქალაქ ლუგანსკის მახლობლად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. კახა გოგოლი ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა. ის მეომარი იყო და უკრაინაში სწორედ ამიტომ წავიდა.

როგორც დაღუპულის ახლობლები აცხადებენ, კახა გოგოლი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან იბრძვის. მისი გადმოსვენების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. ცხედარი ლუგანსკის ოლქშია დასვენებული.

 

მსგავსი თემები