,,ამერიკას ყოველთვის ახსოვდეს, იქ არის რუსეთის ტერიტორიის ნაწილი – ალასკა”- ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს. ვოლოდინის განცხადებით, ამერიკას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ალასკა რუსეთის ტერიტორიის ნაწილია.

,,დაე, ამერიკას ყოველთვის ახსოვდეს: იქ არის რუსეთის ტერიტორიის ნაწილი – ალასკა. ასე რომ, როდესაც ისინი დაიწყებენ ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ განკარგვის მცდელობას, სანამ ამას გააკეთებენ, უნდა დაფიქრდნენ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც დასაბრუნებელი. ჩვენ არ ვერევით მათ საშინაო საქმეებში და ისინი ათწლეულებია ამბობენ, რომ ყველაფერი, რაც მათ თავს ხდება, ყველა მათი საპრეზიდენტო არჩევნები, რუსეთის ჩარევის შედეგია“ , – განაცხადა ვოლოდინმა.

მსგავსი თემები