,,ნუთუ არ გადაიხადა უკრაინამ საკმარისად? კიდევ რა არის მაშინ საჭირო?”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა გვახსენებდეს კიევის მეტროს ძველ ტურნიკეტებს: ისინი ღიაა და როცა მიუახლოვდები, ტურნიკეტები იკეტება იქამდე, ვიდრე არ გადაიხდით,”- ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს სამიტზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ საკმარისი საფასური გადაიხადა ევროპისა და მთელი ცივილიზაციის დაცვისთვის.

„რუსეთი იზოლირებულ უნდა იქნას. არ უნდა იყოს იმ საერთაშორისო სტრუქტურებში, რომლის განადგურება თავად სურს. არ უნდა იყოს დიალოგები, რომელსაც აზრი არ აქვს, ვიდრე თვითონ არ დაიწყებს ამ დიალოგის ძიებას. მან თავად უნდა ეძებოს დიალოგი, შესაბამისად, მშვიდობა და რა თქმა უნდა, მშვიდობისთვის ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მნიშვნელობა უნდა გადაიხედოს. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა გვახსენებდეს კიევის მეტროს ძველ ტურნიკეტებს: ისინი ღიაა და როცა მიუახლოვდები, ტურნიკეტები იკეტება იქამდე, ვიდრე არ გადაიხდით. ნუთუ არ გადაიხადა უკრაინამ საკმარისად? ჩვენი წვლილი ევროპისა და მთელი ცივილიზაციის დაცვაში ჯერ კიდევ არასაკმარისია? კიდევ რა არის მაშინ საჭირო?“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები