,,სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით არის დასული სალომე სამადაშვილის დონეზე”- ირაკლი კობახიძე

,,ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით სალომე სამადაშვილის დონეზე არის დასული.

სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. მისი განცხადებები რომ ვართ ჩამორჩენილი და ასე შემდეგ, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით არის დასული სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც სამწუხაროა. სახელი და გვარი რომ არ ეწეროს, ერთმანეთისგან ვერ გაარჩევთ. თუ რატომ ხდება ეს, ამაზე გვაქვს ეჭვები მაგრამ სიღრმეში არ შევალ,”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები