,,თავად უნდა განსაზღვრონ და გაერკვნენ“- დიმიტრი პესკოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაზე

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ თავად უნდა გაერკვეს იმ იურიდიულ კაზუსში, რომელიც ჩნდება რუსეთის შემადგენლობაში „რესპუბლიკის“ შესვლის შესახებ „რეფერენდუმის“ გამართვით.

„გაერთიანების შესახებ საკითხის დაყენება – იქ ასე იყო ფორმულირებული. აქ რაღაც იურიდიული კაზუსია. ალბათ, საჭიროა ამ მიმართულებით გარკვევა. რუსეთს ხომ არ შეუძლია ვინმესთან გაერთიანება. ვინმესთან გაერთიანების შემთხვევაში, იქმნება სრულიად ახალი ენტიტეტი. ჩნდება იურიდიული კაზუსი. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ იურიდიულ კაზუსზე. დიდი ალბათობით, ჩვენმა კოლეგებმა თავად უნდა განსაზღვრონ და გაერკვნენ“, – აღნიშნა პესკოვმა.

,,გვინდა სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს”- ალან გაგლოევი

მსგავსი თემები