,,ჩვენ პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ კონტაქტები პუტინთან არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით. არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია. მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები არსებობს, ამიტომ ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ“,- ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე, ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში – ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგეს მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე.

„ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა ნატო-ში გაწევრიანება, კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს, ალიანსის ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს ნატო-ში წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება. რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში – ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები