,,ჩვენ ყველამ ვიხილეთ აქ ბარბაროსობის კვალი”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ქალაქ ირპენში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, სწორედ ირპენში შეაჩერეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი ოკუპანტები.

,,გმირობა, არა მხოლოდ სამხედროებმა, არამედ ხალხმაც გამოიჩინა . ჩვენ ყველამ ვიხილეთ აქ ბარბაროსობის კვალი, აქ სამხედრო დანაშაულები იქნა ჩადენილი და ამის ნიშნებიც საკმარისად არის. ჩვენ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვეხმარებით, როგორც სამხედრო ისე ფინანსური თვალსაზრისით, რათა ეს ქალაქები რომლებიც დაზარალდა მალე იქნას აღდგენილი”,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

შეგახსენებთ,  უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი.

მსგავსი თემები