,,ვიმედოვნებ, სახელმწიფოს ლიდერები არ კონცენტრირდებიან უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი იმედოვნებს, რომ ევროპელი ლიდერები კიევში მიმდინარე შეხვედრაზე არ კონცენტრირდებიან უკრაინაში იარაღის შეტანასა და ქვეყნის შემდგომ მხარდაჭერაზე.

,,ვიმედოვნებ, რომ ამ სამი სახელმწიფოს ლიდერები, ისევე როგორც რუმინეთის პრეზიდენტი, რომელიც მათთან ერთად იქნება, არ კონცენტრირდებიან მხოლოდ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე და უკრაინაში იარაღის შეტანაზე, რადგან ეს გააგრძელებს ხალხის ტანჯვას”,- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ,  უკრაინაში იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანესი.

მსგავსი თემები