ევროსაბჭო სექტემბერში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების საქმეს განიხილავს

ევროპის საბჭო 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის გამო დაკისრებული კომპენსაციების გადახდას აიძულებს.

საქმეს ევროსაბჭო სექტემბერში განიხილავს. რუსეთს საქართველოს 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის მიყენების გამო 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს შეისწავლონ ყველა შესაძლო მექანიზმი, რათა კრემლმა დაკისრებული კომპენსაცია გადაიხადოს.

მსგავსი თემები