„თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნება, ყველაფერს ავხდი“ – პრემიერი

„დაველოდები 23-24 ივნისს და თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლო და ისეთივე შეურაცხმყოფელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხალხს მხოლოდ ფაქტებით ესაუბრება და შეთქმულების თეორიებზე არ საუბრობს.

„17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და მთავარი, 23-24 ივნისს დაველოდები. მანამდე, მე უბრალოდ შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი. მე შეთქმულების თეორიებზე არ ვლაპარაკობ, ხალხს ველაპარაკები მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები