„ევროპარლამენტის რეოლუცია გაჯერებულია ტყუილებით“ – პრემიერ-მინისტრი

„შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით, ამ რეზოლუციას გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი“ – აცხადებს პემიერ-მინისტრი.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციას გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

„ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას, ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ანუ გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და მათი როლი არის შეიძლება ითქვას სიმბოლური. შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით. ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, ძალიან ბევრი ტყუილი, რაც ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო. ისე ნუ წარმოვაჩენთ ამ სპექტაკლს, რომელიც აქ დაიდგა და ძალიან აჟიტირებულები არიან ქვეყნის გარე და შიდა მტრები, თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები