,,როცა მედია პლურალიზმის სტანდარტზე ვსაუბრობთ, არც ნიკა გვარამია და არც მიხეილ სააკაშვილი ამ სტანდარტს არ წარმოადგენენ”- ირაკლი ჩიქოვანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში არსებული მედია გარემო აბსოლუტურად თავისუფალია და ამას ბევრი, დასკვნა და შეფასებაა მოწმობს.

„ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ვხედავთ. საქართველოში არსებული მედია გარემო აბსოლუტურად თავისუფალია. ბევრი დასკვნა და შეფასებაა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მედია გარემო არის თავისუფალი, არ არსებობს არანაირი წინაღობა, თუმცა ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც გვაქვს. საქართველოში რა მედია გარემოც იყო 2012 წლამდე და რაც არის დღეს, ცხადი და ნათელი კონტრასტია. არანაირი წინაღობა არ არსებობს არც ერთი მედია საშუალების ფუნქციონირებაში. მაშინ, როცა მედია თავისუფლებაზე და მედია პლურალიზმის სტანდარტზე ვსაუბრობთ, არც ნიკა გვარამია და არც მიხეილ სააკაშვილი ამ სტანდარტს არ წარმოადგენენ და ამის მაღალი მაჩვენებელი ვერასოდეს ვერ იქნებიან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები