ზვიად კვაჭანტირაძე ნარკობარიგების მფარველი მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს

  •  

 

თბილისის ხუთ ღამის კლუბში გუშინ, ღამის საათებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა. ​დეპუტატი ნარკობარიგების მფარველი მაღალჩინოსნების სახელების გასაჯაროებას, მათ დაკავებასა და სამაგალითოდ დასჯას ითხოვს.

​ზვიად კვაჭანტირაძე იმედოვნებს, რომ გატარებული ანტინარკოტიკული ღონისძიებები 8 ნარკობარიგის დაკავებით არ დასრულდება.

„იმედი მაქვს, 8 ნარკობარიგის დაკავებით არ დამთავრდება დღეს ჩატარებული სპეცოპერაციები და თუ იგი ბარიგების მაღალჩინოსან მფარველებზე არ გაიყვანს გამოძიებას, მაშინ ამ სპეცოპერაციის ეფექტი და მიზანშეწონილობა, ჩემთვისაც საკამათო გახდება. დღეს ვერავინ დააჯერებს საზოგადოებას, რომ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა – გასაღებას “კრიშები” არ ყავს. დადგა დრო მათი სახეები გვაჩვენოთ! ველოდებით სწრაფ გამოძიებას! ისედაც ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ“, – აცხადებს კვაჭანტირაძე.

მსგავსი თემები