,,არაერთხელ გვინახავს ნატოს უკანონო და აგრესიული ქმედებები, რამაც სიცოცხლის დიდი დანაკარგი გამოიწვია”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვალიეტუვას უპირისპირდება. საქმე ეხება, ლიეტუვას გადაწყვეტილებას, გამოაცხადოს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ.

ზახაროვას განცხადებით, ნატოს წევრი ლიეტუვა ექსტრემისტულ და პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს.

,,ქვეყნებში, რომლებიც იღებენ ასეთ დოკუმენტებს, დეკლარაციასა და განცხადებებს, დგამენ ასეთ ექსტრემისტულ ნაბიჯებს – სხვანაირად არ შეიძლება ამას ეწოდოს. ყველა ეს ქვეყანა ნატოს წევრია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვინახავს ნატოს უკანონო და აგრესიული ქმედებები, რამაც სიცოცხლის დიდი დანაკარგი გამოიწვია. ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც პროვოკაციის, ექსტრემიზმისა და პოლიტიკური ფარისევლობის ელემენტი,”- განაცხადა მარია ზახაროვამ.

მსგავსი თემები