,,ოპოზიცია სრულიად განულებულია”- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა, რადგან მისივე თქმით, ზოგადოებამ დაინახა მათი რეალური ზრახვები და სახე.

,,ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა. სრულიად განულებულია და ამას ერთი მიზეზი აქვს – საზოგადოებამ დაინახა მათი რეალური ზრახვები და სახე, ასევე მათი დამოკიდებულება ომთან მიმართებით.
საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებითა და სატელიტებით არის „ომის პარტია“ და ომთან ერთად „ღალატის პარტია“. ასეთ პოლიტიკურ ძალას ხალხი არ გაჰყვება. მათ არც შემოდგომაზე, არც ზამთარსა და გაზაფხულზე არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში არეულობა შემოიტანონ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები