აშშ-ის პირველი ლედი უკრაინაში იმყოფება

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა.  ჯილ ბაიდენი უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ უჟჰოროდში, ჯილ ბაიდენი დევნილთა თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლას ეწვია.

ამერკელი პირველ ლედის უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა მასპინძლობს.

„ვფიქრობდით, მნიშვნელოვანი იყო უკრაინელი ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს ომი უნდა შეჩერდეს და რომ ეს სასტიკი ომია. ამერიკელი ხალხი უკრაინის ხალხის გვერდით დგას“ – განუცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ.

როგორც პირველმა ლედიმ ანიშნა, უკრაინას, სხვა ყველაფერთან ერთად, მორალურად გვერდში დგომა და გამხნევებაც სჭირდება.

მსგავსი თემები