ვირუსით 153 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 312 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 153 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 237 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  0.69%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 655 098-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 0.87%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 037-მდე.

მსგავსი თემები