მარშალ გელოვანის გამზირი იტბორება (ვიდეო)

მარშალ გელოვანის გამზირზე კატასტროფული ვიტარებაა. მიმართულებით, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია, ავტომანქანები ჩახერგილია და გადაადგილება შეუძლებელია. ჩანჩქერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოდან მოედინება, სადაც წყლის ცენტრალური მაგისტრალი გასკდა.

აღნიშნულ ვითარებას ,,მედიაცენტრი მთავარი” შეესწრო.  მდგომარეობა ადგილზე კრიტიკულია, ვეფხი და მოყმის ძეგლამდე ქუჩა მთლიანად დატბორილია და ავტომობილები ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებენ.

ამ დროისთვის უცნობია თუ რამ გამოიწვია მილსადენის დაზიანება.

,,მარშალ გელოვანის გამზირი იტბორება. ეს კატასტროფა ამ წუთებში ხდება, იმხელა ტბა დგას, მხოლოდ ჯიპებმა შეძლეს გამოცურვა. წყალი სალონშიც კი შემოვიდა. მანქანები ჩარჩნენილები არიან. გელოვანის გამზირი ვეფხი და მოყმემდე პარალიზებულია. ვიდეო გადაღებულია “სამშვიდობოზე” გაღწების შემდეგ. მიზეზი – გასკდა წყლის ცენტრალური მაგისტრალი. ეპიცენტრი – სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან”- იტყობინება ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან.

მსგავსი თემები