თურქეთი ფიქრობს, რომ ნატოში არიან ქვეყნები, რომლებსაც ომის გაგრძელება სურთ

თურქეთის საგარეო მინისტრის შეფასებით, ნატოს ზოგიერთ ქვეყანას რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელება სურს. მისი შეფსებით, ეს ქვეყნები ფიქრობენ, რომ ამ გზით რუსეთი დასუსტდება.

მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნულთან დაკავშირებით „სიენენ თურქის“ ეთერში ისაუბრა.

საგარეო მინისტრ დარწმუნებულია, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრა ნებისმიერ დროს შეიძლება, თუმცა, მსგავს  შეხვედრებზე საუბარი ჯერ ადრეა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს და უკრაინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს უახლოეს დღეებში გეგმავს.

 

მსგავსი თემები