უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში ჩავა

მიმდინარე კვირას, უკრაინული დელეგაცია შტატებში გაემგზავრება. ინფორმაციას უკრაინის პრემიერი – დენის შმიგალი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, შეხვედრები უკრაინისთვის დამატებით ფინანსურ დახმარებას შეეხება.

„სამთავრობო დელეგაცია ვაშინგტონში გაემგზავრება, რათა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდეს. თემა უკრაინისთვის მეტი ფინანსური დახმარების გაწევა იქნება. ძირითადად, გავმართავთ მოლაპარაკებებს და დისკუსიებს ჩვენი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“, – აცხადებს პრემიერი.

შმიგალი დასძენს, რომ უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდება.

 

მსგავსი თემები