ხვალ, აქციის გამო, პარლამენტის შენობაში შესვლა შეიზღუდება

20 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე, მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ დაანონსებული აქციის გამო, პარლამენტის შენობაში შესვლა შეიზღუდება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამოქალაქო კამპანია „სირცხვილიას“ აქცია 20 სექტემბერს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.

მსგავსი თემები