ევროკავშირმა კიევში წარმომადგენლობა ისევ გახსნა

უკრაინის მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად, ევროკავშირმა უკრაინაში დახურული წარმომადგენლობა ისევ გახსნა და თანამშრომლები დააბრუნა.  ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა მატი მაასიკასმა აღნიშნულის აღსანიშნავად, წარმომადგენლობის ოფისის გარეთ აღმართული დროშის ფოტო გამოაქვეყნა.

მოწოდება დიპლომატიური წარმომადგენლობის დაბრუნების შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა და ყველას სთხოვა, დაბრუნებულიყვნენ. კიევში მუშაობის განახლებას იტალიის საელჩოც გეგმავს.

 

მსგავსი თემები