„მიზანი – საბოლოოდ ავაშენოთ ღია ევრაზია“ – მედვედევის განცხადება

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი თამამად საუბრობს იმ გეგმებზე, რაც რუსეთის ინტერესბში შედის. მისი თქმით, ეს არის სწრაფვა ევრაზიისკენ, რომელიც სწრაფად არ ხდება.

„უკრაინაში რუსეთის “სამხედრო ოპერაციის” ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც ბრძოლის ველი მიღმა წყდება, არის ზოგიერთი უკრაინელის “სისხლიანი და ცრუ მითებით სავსე” ცნობიერების შეცვლა მომავალი თაობების მშვიდობისთვის და ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე ღია ევრაზიის აშენების შესაძლებლობა”, – ასეთია მედვედევის განცხადება.

პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრი  უკრაინაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ღია ევრაზია სიმშვიდეს უკრაინასაც მოუტანს.

მსგავსი თემები