„საკვები ფუფუნება გახდა, საავადმყოფოებს წამლები ეწურებათ“ – ევროკომისიის პრეზიდენტი  

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში ურთულეს ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქები ყოველდღიურად ნადგურდება.

„ოკუპაციის რეალობა საშინელია. საკვები ფუფუნება გახდა, საავადმყოფოებს წამლები ეწურებათ, ასობით ადამიანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააკავეს. ათასობით უკრაინელი გამოდის ქუჩებში რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად. ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში აფრიალებენ ლურჯ-ყვითელ დროშებს ოკუპანტი ჯარისკაცების პირისპირ. ეს არ შეწყვეტილა, როდესაც რუსი ჯარისკაცები მათ სცემენ და ესვრიან. თავისუფლებას აქვს სახელი და მისი სახელია უკრაინა“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიენტმა.

მისივე თქმით, ყველას მიზანია, ამ ომში პუტინი დამარცხდეს.

„უკრაინის დროშა თავისუფლების დროშაა. ჩვენი ყველა ძალისხმევა მიზნად ისახავს, რომ ეს ომი გახდეს პუტინის სტრატეგიული მარცხი“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები