„ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ძვირფასო ბატონო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი“, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და სთხოვა, ეს მონობის კედელი დაანგრიოს.

„ეს არ არის ბერლინის კედელი. ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის და ეს კედელი უფრო დიდი ხდება ყოველ ბომბთან ერთად, რომელსაც უკრაინაში აგდებენ… ძვირფასო ბატონო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი. ევროპაში კიდევ ერთხელ ხდება ჩვენი ერის განადგურება. რატომ?“ – მიმართა მან პრემიერს.

შეგახსენებთ, რომ გერმანია სწორედ ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას ომის დაწყებიდან პირველივე დღეს გვერდით დაუდგა და დახმარებას დღემდე აგრძელებს. დახმარების პაკეტთან ერთად, გერმანია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებსაც უერთდება.

მსგავსი თემები