,,ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით”- ჯუანშერ ბურჭულაძე

,,ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ რეალობიდან გამომდინარე, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით,” – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში.

„ყველამ, მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოსახლეობამ კარგად უნდა გაიაზრონ, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით, ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის რისკები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მსგავსი თემები