რუსეთი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და აგრესიის ესკალაცია, არ ემორჩილება. როგორც კრემლის პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს, რუსეთი არ შეასრულებს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას.
„ჩვენი პასუხი არის – არა. არ შეგვიძლია ამ გადაწყვეტილების გათვალისწინება. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ასეთი ცნება როგორიცაა „მხარეთა თანხმობა“. აქ არ შეიძლება იყოს რამენაირი თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, ეს არის ის, რისი გათვალისწინებაც ჩვენ არ შეგვიძლია“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რონ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და საომარ მოქმედებებზე იმსჯელა. სასამართლომ რუსეთს მოუწოდა, სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში.