„11 წლამდე მუხლი აქვს მირტყმული“ – სააკაშვილი ზურაბიშვილს ციხეში საშიმშილოდ ეპატიჟება

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას 11 წლამდე მუხლი აქვს „მირტყმული.“

„საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე უცხოეთში არ შეიძლება ჩვენს პრობლემებზე საუბარი, რომ საჭიროა სიფრთხილე. მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, აქ მე მასამართლებენ იმისთვის, თუ რატომ გადმოვკვეთე საზღვარი. მას ედავებიან, რატომ გადაკვეთა საზღვარი. თუ კიდევ, ერთი ორი ასეთი წასცდა, რამდენადაც ვიცი, სასახლისთვის ირანული ჭაღები იყიდა – ერთი მუხლი ეს აქვს მირტყმული 11 წლამდე და მეორე მუხლი აქვს ის, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი”, – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

 

მსგავსი თემები