უკრაინის ელჩი, ამ ეტაპზე ისევ გაწვეულია – საელჩოს სპეციალური განცხადება

საქართველოში, უკრაინის საელჩოში მედიისთვის სპეციალური განცხადება გაკეთდა, რომელიც უკრაინის ელჩის გაწვევას, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას, საქართველოდან უკრაინაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებასა და სხვა საკითხებს შეეხო.

როგოც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, ელჩი საქართველოში იმყოფება, თუმცა, ის საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს, რადგანაც პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაწვეულია. როგორც საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა მედიასთან აღნიშნა, თუ ელჩს დააბრუნებენ, ამის შესახებ საგარეო უწყებას აცნობებენ.

„თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩი გაწვეული იყო პირველ მარტს კონსულტაციებზე. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამდებობრივ პირობებში, კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. როგორც იცით, უკრაინაში სამი კვირაა, საომარი მდგომარეობაა და საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. ომის პირობებში დიპლომატია ასევე შორდება კლასიკურობას. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის, ომის დროს ელჩის მოღვაწეობას.

ასევე, მინდა ყურადღება მივაქციო შემდეგ საკითხზე – მიუღებლად მიგვაჩნია გუშინდელი შემთხვევა, როდესაც გადამღები ჯგუფი უმარკო მანქანით, ლოგოს გარეშე, პაპარაცულ სტილში ელოდა ელჩის მეუღლის გამოჩენას, როდესაც ის ბრუნდებოდა რეზიდენციაში და ამ დროს ჟურნალისტმა სცადა მისთვის კითხვების დასმა. მადლობელი ვართ რედაქტორების, რომ არ გაუშვეს ეს კადრები. ჩვენ მაქსიმალურად გახსნილი ვართ საუბრისთვის. გთხოვთ, მიმართოთ ჩვენ პრესსამსახურს და ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად სრულყოფილად, რამდენადაც შესაძლებელია, ომის ვითარებაში ყველა მიმართვაზე გიპასუხოთ“, – განაცხადა კასანოვმა.

შეგახსენებთ, რომ დრეს, მამუკა მდინარაძემ გააკეთა განცხადება, რომ ელჩი არსად წასულა და ის თბილისში.

მდინარაძის განცხადებით, ქვეყნიდან გაწვეულ უკრაინის ელჩს საქართველო არც დაუტოვებია  

მსგავსი თემები